2013
გურჯაანის რაიონში, სახელოვან ფაფრის მინდვრებზე მოყვანილი საფერავიდანაა ეს ღვინო დაყენებული. ალუბლისფერი, საკმაოდ ინტენსიური შეფერვის ღვინოა, ძალზე ეფექტური პირველი სურნელებით, სადაც მკვეთრად გამოირჩევა მაყვლის, ღოღნაშოს მურაბისა და ნაწილობრივ, ნიგვზის ტონებიც. დაგემოვნებისას ღვინო კიდევ უფრო შთამბეჭდავიხდება – ტანინების, მჟავიანობისა და ალკოჰოლის შერწყმა არომატებსაც უფრო მეტად უსვამს ხაზს, რაც ყველაზე ცხადად დაბოლოებაში ჩნდება.
2012
გურჯაანისრაიონში, ფაფრის მინდვრებზე დაკრეფილი საფერავიდანაა ღვინო დაყენებული. ფერში თითქმის გაუმჭვირვალეა, მუქი ჟოლოსფერია. პირველ სურნელებში ცხადად იგრძნობთ მუხიდან წამოსულ არომატებს, შავი ქლიავის ჩირისა და შავი პილპილისტონებს. ღვინო მძლავრი ტანინებით ხასიათდება, ძალზე სხეულიანია და პირველ რიგში სისავსით იქცევს ყურადღებას. ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება, სადაც კენკრის ტონებს მუხის ძლიერი კვალი ერწყმის.მიირთვითმაყალზედაგრილზემომზადებულხორცეულთან.
2011
სახელგანთქმულ ფაფრის მინდვრებზე დაკრეფილი საფერავიდანაა ეს ღვინო დაყენებული. დადუღების შემდეგ მუხაში ვარგდებოდა, რაც პირველივე სურნელებიდან იგრძნობა. მუხა კარგადაა შერწყმული საფერავის ჯიშურ არომატებს. ახალგაზრდა ღვინოა, ფერში ჯერ კიდევ ჟოლოსფერი ჭარბობს, პირველ სურნელებში კი შავი კენკრა (მაყვალი) დომინირებს. ადვილად ამოიცნობთ მუხის კვალსაც (მცირედი ვანილის ტონები). ძლიერი, ხასიათიანი ღვინოა, ძალზე ხანგრძლივი დაბოლოებით. ვინექსპო 2013-ის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსზე ღვინომ ოქროს მედალი აიღო.
saperavi
testing notes