კონტაქტი
2012
2011 წლის მოსავლის შემდეგ ლუკასმა მორიგი წინანდალი გამოუშვა. სტილი დაახლოებით იგივეა, ძლიერი მუხა და მჟავიანობასთან შერწყმული სირბილე. ჩალისფერი ღვინოა, მუხის ძალზე ცხადი პირველი არომატებით, რომელიც ნამცხვრისა და თხილის ტონებით ივსება. ხასიათიანი, მკაცრიღვინოა, საშუალო სხეულიანი, კარგი მისაყოლებელი იქნება შემწვარ თევზთან.
2011
კიდევ ერთი ახალი ღვინი სკომპანიის ახალი წინანდალი გამოჩნდა დახლებზე, ტრადიციულად, რქაწითლიდან და მწვანე კახურიდან დაყენებული. ჩალისფერი ღვინოა, მცენარეული და მცირედი მუხის ტონებით. დაგემოვნებისას ღვინოში ჩნდება ლექზე დავარგების შემდეგ წარმოქმნილი რბილი და სასიამოვნო არომატები, მაგალითად ბისკვიტი, მსუბუქი ნამცხვრები. საკმაოდ მაღალმჟავიანი, ხალისიანი ღვინოა, რომელიც ბევრ კერძს მოიხდენს, მწვანეს ალათებით დაწყებული, ხორციანი სალათებით და შემწვარი თევზით დასრულებული.
2013
გურჯაანის რაიონში, სახელოვან ფაფრის მინდვრებზე მოყვანილი საფერავიდანაა ეს ღვინო დაყენებული. ალუბლისფერი, საკმაოდ ინტენსიური შეფერვის ღვინოა, ძალზე ეფექტური პირველი სურნელებით, სადაც მკვეთრად გამოირჩევა მაყვლის, ღოღნაშოს მურაბისა და ნაწილობრივ, ნიგვზის ტონებიც. დაგემოვნებისას ღვინო კიდევ უფრო შთამბეჭდავიხდება – ტანინების, მჟავიანობისა და ალკოჰოლის შერწყმა არომატებსაც უფრო მეტად უსვამს ხაზს, რაც ყველაზე ცხადად დაბოლოებაში ჩნდება.
2012
გურჯაანისრაიონში, ფაფრის მინდვრებზე დაკრეფილი საფერავიდანაა ღვინო დაყენებული. ფერში თითქმის გაუმჭვირვალეა, მუქი ჟოლოსფერია. პირველ სურნელებში ცხადად იგრძნობთ მუხიდან წამოსულ არომატებს, შავი ქლიავის ჩირისა და შავი პილპილისტონებს. ღვინო მძლავრი ტანინებით ხასიათდება, ძალზე სხეულიანია და პირველ რიგში სისავსით იქცევს ყურადღებას. ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება, სადაც კენკრის ტონებს მუხის ძლიერი კვალი ერწყმის.მიირთვითმაყალზედაგრილზემომზადებულხორცეულთან.
2011
სახელგანთქმულ ფაფრის მინდვრებზე დაკრეფილი საფერავიდანაა ეს ღვინო დაყენებული. დადუღების შემდეგ მუხაში ვარგდებოდა, რაც პირველივე სურნელებიდან იგრძნობა. მუხა კარგადაა შერწყმული საფერავის ჯიშურ არომატებს. ახალგაზრდა ღვინოა, ფერში ჯერ კიდევ ჟოლოსფერი ჭარბობს, პირველ სურნელებში კი შავი კენკრა (მაყვალი) დომინირებს. ადვილად ამოიცნობთ მუხის კვალსაც (მცირედი ვანილის ტონები). ძლიერი, ხასიათიანი ღვინოა, ძალზე ხანგრძლივი დაბოლოებით. ვინექსპო 2013-ის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსზე ღვინომ ოქროს მედალი აიღო.
2014
ეს ქისიც, ისევე, როგორც ამ კომპანიის წინამოსავლის (2012) წლის ქისი, ახმეტის რაიონის სოფელ არგოხშია მოყვანილი. ჩალისფერი ღვინოა მცირედი ოქროსფერი სხივებით და პირველივე სურნელში მწიფე ხილისა და ფორთოხლის ცედრის არომატებს ამოიცნობთ. დაგემოვნებისას არომატები კიდევ უფრო მდიდრული და საინტერესო ხდება, ემატება მცენარეული და თხილის, ნუშის ტონები. სასიამოვნო მჟავიანობის მქონე ხასიათიანი და ჩამოყალიბებული ღვინოა.
2012
ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში მოყვანილი ქისიდანაა ღვინო დაყენებული, კლასიკური, ევროპული წესით. შემდეგ და ვარგებულია ფრანგული მუხის კასრებში. ცალისფერი ღვინოა, მცირედი ოქროსფერით, პირველ სურნელებში მოხალულით ხილისა და მწიფე თეთრი ქლიავის მოტკბო სურნელებს დაიჭერთ. გემოზე სასიამოვნო მჟავიანობით ხასიათდება, საკმაო ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. კარგი მისაყოლებელი იქნება გამოყვანილ ორაგულთან.
2014
შარშან ამ კომპანიამ პირველად დააყენა ღვინო ტვიშის ზონაში დაკრეფილი ცოლიკოურიდან. ეს ლუკასის მეორე ადგილწარმოშობის ღვინოა წინანდლის შემდეგ. მკრთალი ჩალისფერია, ძლიერი ყვავილოვანი და თეთრი ხილის არომატებით. ძალიან ნაცნობი სურნელები აქვს ღვინოს – ხილისყვავილები, თეთრი ქლიავი, ბოლოსკენ ანანასის ტონებსაც ამოიცნობთ. ჰაეროვანი, ტკბილი, საკმაოდ მაღალ მჟავიანი ნახევრად ტკბილი საზაფხულო ღვინოა.